html ტეგები ნაწილი 2 ( ტექსტის სტილიზაცია )

HTML - ში გვაქვს ტეგების ჯგუფი, რომლებზეც მოქმედებს css - ის თანდაყოლილი თვისებები და გამოიყენება ტექსტის გასასტილად. ასეთი ტეგების ნაწილს აქვს ასევე შინაარსობრივი დატვირთვა. 

განვიხილოთ ეს ტეგები : 

<b> - გამოიყენება ტექსტის გასამუქებლად ( <b> bold </b> );

<strong> - ასევე ამუქებს ტექსტს მაგრამ b ტეგისგან განსხვავებით აქვს აზრობრივი დატვირთვა და ტექსტს და კონტენტს ანიჭებს მნიშვნელობას.

<mark> - მარკირებული ტექსტი ( <mark> მარკერით მონიშნული ტექსტი </mark> );

<i> - იტალიკ ფორმატის ტექსტი ( <i> იტალიკ სტილი </i> )

<q> - ტექსტის ჩასმა ბრძყალებში ( <q> "ტექსტი ბრჭყალებში"  </q> )

<sup> - ამცირებს კონტენტის ფონტის ზომას და მეზობელ ტექსტთან მიმართებაში განალაგებს ზემოთ (  მ <sup>2</sup> );

<sub> - ამცირებს კონტენტის ფონტის ზომას და მეზობელ ტექსტთან მიმართებაში განალაგებს ქვემოთ (  მ <sub>2</sub> );

<del> - ნიშნავს წაშლილ ტექსტს ( <del> წაშლილი ტექსტი </del> );

<s> - სტილისტურად იგივეა რაც del, მაგრამ არ აქვს აზრობრივი მნიშვნელობა;

<ins> - ჩამატებული ტექსტი ( <ins> წავშალეთ ძველი და ჩავამატეთ ახალი </ins> );

<u> -  სტილისტურად იგივეა რაც ins აზრობრივი დატვირთვის გარეშე;

<small> - პატარა ზომის და ნაკლები მნიშვნელობის მქონე ტექსტი ( <small> ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექსტი </small> );

<blockqoute> - პერეფრაზი, გამოიყენება სხვა რესურსიდან აღებული კონტენტისათვის; 

რგორც წესი ეს ტეგები გამოიყენება <p> ( პარაგრაფ ) ტეგში არსებული კონტენტის გასასტილად, როგორც სრულად ასევე გარკვეული მონაკვეთისათვის.  

სწორია 

<p>

<b> გარკვეული ტექსტური კონტენტი  </b>

</p>

შეცდომაა 

<b>

 <p> გარკვეული ტექსტური კონტენტი </p>

</b>

 

როდესაც ვიყენებთ ტეგების კომბინაციას, მეტად მნიშვნელოვანი ტეგი ( ლოგიკურად უფრო მნიშვნელოვანი, ან უფრო დიდი მოცულობის კონტენტისათვის განკუთვნილი )  ყოველთვის უნდა იყოს მშობელი ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი შვილობილი

 

 

სხვა სტატიები