რა არის html ?

 

 

HTML - Hyper Text Markup Language არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება საიტის სტრუქტურის შესაქმნელად. html - ს იყენებს ყველა ცნობილი თუ უცნობი ვებგვერდი ( მაგ. google, facebook, youtube ... ). პირველად იგი 1989 წელს შეიქმნა და 2017 წლამდე უმჯობესდებოდა. თანამედროვე ვარსიას html 5 ეწოდება.  

html - ის სინტაქსი 

დაფიქრებულხართ რატომ ეწოდება პროგრამირების და მარკირების ენებს ენა ? ამის მიზეზი არის ის, რომ ნებისმიერ ენაში გვაქვს სიტყვები რომლებსაც აქვთ გარკვეული მნიშვნელობა და ასევე ამ  სიტყვების ჩაწერის წესები ( სინტაქსი ). ასეთ "სიტყვებს" html - ში ტეგები ( tags ) ეწოდება. ტეგები წარმოადგენენ ვებგვერდის სტრუქტურის ერთგვარ საშენ ბლოკებს. საკითხის უფრო უკეთ გასაგებად განვიხილოთ მთავარი html ტეგი.         

<html> -  წარმოადგენს < და > ნიშნებს შორის ჩაწერილ სიტყვას. ამ შემთხვევაში html აღნიშნავს ყველაზე მთავარ ტეგს, რომელშიც მოექცევა ყველა სხვა შვილობილი ტეგი. ხოლო <> ნიშნები არის სპეციალური სიმბოლოები, რომლებიც არის სინტაქსის ნაწილი და გამოიყენება მათ შესაქმნელად.  HTML ტეგების უმრავლესობას გააჩნია გამხსნელი ( მაგ <html> ) და დამხურავი ( მაგ. </html> ) ტეგი. ყველა სხვა ტეგი, რომელიც მოქცეულია გამხსნელ და დამხურავ ტეგებს შორის წარმოადგენენ შვილობილ ტეგებს.

ტეგების დასახელებები შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც მაღალი ( <HTML> ) ასევე დაბალი ( <html> ) რეგისტრის ლათინური ანბანის ასოებით. თუმცა პრაკქიკაში მხოლოდ დაბალ რეგისტრს ვიყენებთ. 

 

ნათესაური კავშირი 

შეიძლება უცნაურია, მაგრამ ტეგებს შორის არსებობს ნათესაური, შთამომავლობითი კავშირი. გვაქვს მშობელი და შვილობილი ტეგები. შვილობილი ტეგები ყოველთვის მოქცეულია მშობელი ტეგის გამხსნელ და დამხურავ ტეგებს შორის ( ქვემოთ მოცემულ მაგალითზე <html> გამხსნელ და </html> დამხურავ ტეგებს შორისაა მოქცეული <head></head> და <body></body> ტეგები, ეს ნიშნავს იმას, რომ html არის მშობელი ტეგი ამ ორი ტეგისათვის, ხოლო ერთმანეთისთვის head და body არიან "და-ძმები" ( siblings );

უფრო ფართო სურათის დასანახად განვიხილოთ საიტის სრული შაბლონური სტრუქტურა.

<!DOCTYPE html>
<html>
<head>
<title>გვერდის სათაური</title>
</head>
<body>

<h1>ჩემი პირველი სათაური</h1>
<p>ჩემი პირველი ტექსტი</p>

</body>
</html>


<!DOCTYPE html>

არ წარმოადგენს ტეგს, უბრალოდ ბრაუზერს უთითებს რომ ჩვენი კოდი შეესაბამება html5 - ს.                                                                     

<html></html>         

წარმოადგენს მთავარ ტეგს, რომელიც აერთიანებს მთლიან დოკუმენტს ( ვებგვერდის მთლიანი სხეული ). 

<head></head>    

წარმოადგენს საიტის "თავს"  და განკუთვნილია ისეთი მონაცემების შესანახად, რომელიც საჭიროა საიტის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ ვიზუალურად არ ჩნდება ვებ-გვერდზე.

<body></body> 

ტეგი განკუთვნილია ყველაფრისთვის რასაც მომხმარებლები ნახავენ ჩვენი საიტის გახსნის შემდეგ.     

<h1></h1     

heading ) ტეგი განკუთვნილია საიტზე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაურისათვის, რომელიც გამოხატავს იმ კონკრეტული გვერდის მთავარ აზრს. 

<p></p>        

paragraph ) ტექსტისთვის განკუთვნილი ტეგი


როგორც ვხედავთ ვებგვერდის HTML სტრუქტურა იმეორებს ადამიანის აგებულებას :

 

html წარმოადგენს მთლიან სხეულს, რომელიც შედგება head ( თავი ) და body ( ტანი ) ტეგებისაგან.

სხვა სტატიები