html ტეგები ( ნაწილი 1 )

html - ში გვაქვს საკმაოდ ბევრი ტეგი, რომლებიც გამოიყენება დანიშნულების მიხედვით. მაგალითად <h1> ტეგი გამოიყენება სათაურისთვის, ხოლო <p> ტეგი, სათაურის შესაბამისი ტექსტის სატარებლად.  ტექსტს რომელიც მოქცეულია ნებისმიერ განხსნელ და დამხურავ ტეგს შორის კონტენტი ეწოდება (მაგ <h1> სათაური </h1> "სათაური" არის კონტენტი) ხოლო მთლიანობაში, ტეგებს და მათ შორის არსებულ ტექსტს HTML - ის ელემენტი .  ტეგებს აქვთ როგორც შინაარსობრივი ასევე სტილისტური თვისებები. მაგალითად <h1>  ტეგი აზრობრივად განკუთვნილია იმ კონკრეტულ გვერდზე სადაც ვიყენებთ, ყველაზე მთავარი სათაურისათვის, რომელიც მომხმარებელს აწვდის  გვერდის მთავარ შინაარს.  გარდა აზრობრივი დანიშნულებსა <h1> ტეგს ( ასევე ყველა სხვა ტეგს ) აქვს თანდაყოლილი css სტილები. მისი კონტენტის ფონტის ზომა სხვა ტექსტებთან შედარებით უფრო დიდი ზომის არის და უფრო გასქელებულია. რაომედენიმე სტატიაში განვიხილავთ html ტეგებს, მათ აზრობრივ და სტილისტურ თვისებებს.

მაშ ასე, დავიწყოთ :)

<html>  - მთავარი ტეგი, რომელიც აერთიანებს მთლიან html დოკუმენტს.

<head> - განკუთვნილია მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის რომელიც არ ჩანს ბრაუზერში

<body> - გვერდის მთლიანი კონტენტი, რომელიც ხილვადია მომხმარებლისთვის მოქცეული უნდა იყოს body ტეგს შორის.

<header> - საიტის ზედა ნაწილისთვის განკუთვნილი ტეგი, რომელიც საერთოა ყველა გვერდისათვის ( მაგ. ლოგო, სანავიგაციო ლინკები და ა.შ )

<nav> -  სანავიგაციო ლინკებისთვის განკუთვნილი ტეგი ( მაგ. მთავარი . ჩვენს შესახებ . კონტაქტი და ა.შ )

<main> - აერთიანებს საიტის კონკრეტული გვერდების უნიკალურ კონტენტს.

<section> - გვაძლევს საშუალებას სექციებში გავაერთიანოთ, კონკრეტულ გვერდზე არსებული აზრობრივად დაკავშირებული ელემენტები.

<article> - მშობელი ტეგი სტატიებისთვის ( მაგ . <article> <h1> სათაური </h1> <p> სტატია </p> </article> )

<aside> - მარცხენა ან მარჯვენა მხარეს განლაგებული ელემენტი რომელიც გამოყოდილია საიტის ძირითადი კონტენტისაგან.

<footer> - საიტის ქვედა ნაწილი, რომელიც ყველა გვერდისთვის საერთოა.

<ul> - უნომრო სია, გამოიყენება ნებისმიერი ჩამონათვალისათვის ( მაგ. რესტორნის მენიუ, სტუდენტების სია და ა.შ )

<ol> - ნომრიანი სია, <ul> - სგან განსხვავდება css თვისებებით და მასში არსებული წევრების ავტომატური ნუმერაცია ხდება.

<li> - სიაში შემავალი თითოეული წევრი ( მაგ. <ul> <li> ხაჭაპური </li> <li> ხინკალი</li> </ul> )

<h1> ... <h6> - სათაურისთვის განკუთვნილი ტეგები  <h1> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> რაც უფრო მნიშვნელოვანია სათაური უფრო დაბალი რიცხვის მქონე  h ტეგში ვწერთ.

<p> - დიდი და პატარა მოცულობის ტექსტებისათვის განკუთვნილი ტეგი

 

 

 

სხვა სტატიები