32 შეხვედრა
4 თვე

მიიღე სერტიფიკატი

გახდი პროფესიონალი

100 + კურსდამთავრებული

 ფრონტენდ პროგრამირების კურსი 

  ფრონტენდ დეველოპერის მოვალეობას ვებ გვერდის ვიზუალური ნაწილის შექმნა  წარმოადგენს , ბექენდ დეველოპერისგან განსხვავებით მას ნაკლებად უწევს ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა ვინაიდან ისეთ  მარქაფის ენებში როგორიც არის html და css კონკრეტული ბრძანება კონრეტულ დავალებას ასრულებს  , გამონაკლისია javascript რომელიც სრულყოფილ პროგრამირების ენას წარმოადგენს , მასზე შესაძლებელია ყველანაირი ლოგიკის აწყობა, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური თვალსაზრისით ფრონტენდ პროგრამირების ენები  ბექთან შედარებით მარტივია , მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინაიდან ვებ გვერდის მომხმარებელი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ხედავს ამის გათვალისწინებით ფრონტენდ დეველოპერს შეცდომები არ ეპატიება , 

 

 რატომ ფრონტენდი?

 ფრონტენდ პროგრამირების შესწავლა შედარებით მარტივია  ,  მისი მოთხოვნაც და ხშირ შემთხვევაშიც  ანაზღაურებაც იდენტურია რაც ბექენდ პროგრამისტის შემთხვევაში ,  

 

რა ტექნოლოგიებს შევისწავლი კურსზე?

HTML არის ჰიპერტექსტული  მარკირების ენა ,  გამოიყენება ვებ გვერდების შესაქმნელად , აღწერს ვებ გვერდის სტრუქტურას , შედგება ელემენტებისგან რომლებიც აცნობებენ ბრაუზერს როგორ უნდა აჩვენოს მისი შინაარსი 

 

CSS   აღწერს html ელემენტის სტილს, css განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იყოს ნაჩვენები html ელემენტი , მაგალითისთვის შეგვიძლია ტექსტს მივანიჭოთ სასურველი ფერი , ან მდებარეობა დოკუმენტში 

 

SCSS   ტექნოლოგია შექმნილია css კოდის ნაკლებად გამეორებისთვის, შესაბამისად იგი ამცირებს კოდის წერის დროს, 

 

JavaScript  არის იმ პროგრამირების ენებს შორის რომელიც ვებ დეველოპერმა აუცილებლად უნდა იცოდეს , ის არ გამოიყენება მხოლოდ ვებ აპლიკაციებისთვის , მას იყენებს ბევრი დეკტოპ და  სერვერ საიდ აპლიკაციაც , ასევე მონაცემთა ბაზები როგორიც არის MongoDB და CouchDB

 

jQuery  არის JavaScript   ბიბლიოთეკა, მისი დანიშნულება არის გავიმარტივოთ  JavaScript  გამოყენება ჩვენს ვებ გვერდზე  , jquery  გაერთიანებულია ბრძანებების და ფუნქციების უამრვი კრებული რომელიც შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ხაზის დაწერით გამოიძახოთ , 

 

AJAX  მეშვეობით შეგიძლიათ გაგზავნოთ ბრძანებები სერვერზე გვერდის დარეფლეშების გარაშე, განაახლოთ გვერდის კონტენტი ისე რომ თავიდან აიცილოთ  ხელახლა ჩატვირთვა

 

კურსის დასრულების შემდეგ მე შევძლებ!

  • მცირე და საშუალო ვებ აპლიკაციებზე მუშაობას
  • სუფთა კოდის წერას 
  • პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების მოძიებას
  • ჯგუფურ მუშაობას
  • დოკუმენტაციების გარჩევას 

 

რას გთავაზობთ?

  1. გამოცდილ ლექტორების გუნდს.
  2. რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
  3. გამართულ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას.
  4. რეკომენდაციას პარტნიორ სტუდებსა და კომპანიებში (წარჩინებულ სტუდენტებს)