მიმდინარეობს პლატფორმის განახლება !
HTML - ცხრილი ( table ) გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გამოსატანად. html ცხრილი წარმოადგენს სტრიქონებისა და სვეტების გადაკვეთით მიღებული უჯრების ერთიანობას.
ტეგები რომლებიც გამოიყენება ცხრილის შესაქმნელად :
<table> - მთავარი ტეგი ( ცხრილი ) რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველა სტრიქონს და სვეტს
<thead> - ცხრილიზ ზედა ნაწილი, რომელიც გამოიყენება სათაურებისთვის
<tbody> - ცხრილის ცენტრალური ნაწილი, ჩანაწერებისთვის
<tfoot> - ცხრილის ქვედა ნაწილი, ძირითადად გამოიყენება დამატებითი ინფორმაციის მისათიტებლად
<tr> - ქმნის სტრიქონს
<th> - სათაურისთვის განკუთვნილი უჯრა ( მასში მოთავსებული ტექსტი უფრო მეტად გამუქებულია )
<td> - ჩანაწერისთვის განკუთვნილი უჯრა
<caption> - ცხრილის სათაური
ვნახოთ ცხრილის მაგალითი :
<table>
<caption>მომხმარებლები</caption>
<thead>
<tr>
<th>სახელი</th>
<th>გვარი</th>
<th>ელ.ფოსტა</th>
</tr>
</thead>
<tbody>
<tr>
<td>მომხმარებლის სახელი 1</td>
<td>მომხმარებლის გვარი 1</td>
<td>user1@gmail.com</td>
</tr>
<tr>
<td>მომხმარებლის სახელი 2</td>
<td>მომხმარებლის გვარი 2</td>
<td>user2@gmail.com</td>
</tr>
<tr>
<td>მომხმარებლის სახელი 3</td>
<td>მომხმარებლის გვარი 3</td>
<td>user3@gmail.com</td>
</tr>
</tbody>
<tfoot>
<tr>
<td colspan="3"> <small> 10.10.2023 დარეგისტრირებული მომხმარებლები </small> </td>
</tr>
</tfoot>
</table>
ასე გამოიყურება ცხრილი css სტილების გარეშე, მოდით დავამატოთ რამოდენმე თვისება :
table{width: 100%;border-collapse: collapse;}th, td{padding: 10px;border: 1px solid black; }ჩვენი ცხრილიც გალამაზდა :) ამ მაგალითზე კარგად ჩანს css - ის როლი და მნიშვნელობა.
საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია უჯრების გაერთიანება, როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად. თუ კარგად დავაკვირდებით ბოლო უჯრა, რომელიც <tfoot> ტეგშია მოთავსებული იკავებს 3 უჯრის ადგილს ჰორიზონტალურად ანუ აერთიანებს 3 სვეტს. უჯრების გასაერთიანებლად გამოიყენება colspan="" ( სვეტები ანუ ჰორიზონტალურად ) და rowspan="" ( სტრიქონები ანუ ვერტიკალურად ). ჩვენს მაგალითზე <td colspan="3"><td> აერთიანებს 3 უჯრას ჰორიზონტალურად.