მიმდინარეობს პლატფორმის განახლება !
HTML - ში გვაქვს ტეგების ჯგუფი, რომლებზეც მოქმედებს css - ის თანდაყოლილი თვისებები და გამოიყენება ტექსტის გასასტილად. ასეთი ტეგების ნაწილს აქვს ასევე შინაარსობრივი დატვირთვა.
განვიხილოთ ეს ტეგები :
<b> - გამოიყენება ტექსტის გასამუქებლად ( <b> bold </b> );
<strong> - ასევე ამუქებს ტექსტს მაგრამ b ტეგისგან განსხვავებით აქვს აზრობრივი დატვირთვა და ტექსტს და კონტენტს ანიჭებს მნიშვნელობას.
<mark> - მარკირებული ტექსტი ( <mark> მარკერით მონიშნული ტექსტი </mark> );
<i> - იტალიკ ფორმატის ტექსტი ( <i> იტალიკ სტილი </i> )
<q> - ტექსტის ჩასმა ბრძყალებში ( <q> "ტექსტი ბრჭყალებში" </q> )
<sup> - ამცირებს კონტენტის ფონტის ზომას და მეზობელ ტექსტთან მიმართებაში განალაგებს ზემოთ ( მ <sup>2</sup> );
<sub> - ამცირებს კონტენტის ფონტის ზომას და მეზობელ ტექსტთან მიმართებაში განალაგებს ქვემოთ ( მ <sub>2</sub> );
<del> - ნიშნავს წაშლილ ტექსტს ( <del> );წაშლილი ტექსტი </del>
<s> - სტილისტურად იგივეა რაც del, მაგრამ არ აქვს აზრობრივი მნიშვნელობა;
<ins> - ჩამატებული ტექსტი ( <ins> წავშალეთ ძველი და ჩავამატეთ ახალი </ins> );
<u> - სტილისტურად იგივეა რაც ins აზრობრივი დატვირთვის გარეშე;
<small> - პატარა ზომის და ნაკლები მნიშვნელობის მქონე ტექსტი ( <small> ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექსტი </small> );
<blockqoute> - პერეფრაზი, გამოიყენება სხვა რესურსიდან აღებული კონტენტისათვის;
რგორც წესი ეს ტეგები გამოიყენება <p> ( პარაგრაფ ) ტეგში არსებული კონტენტის გასასტილად, როგორც სრულად ასევე გარკვეული მონაკვეთისათვის.
სწორია
<p>
<b> გარკვეული ტექსტური კონტენტი </b>
</p>
შეცდომაა
<b>
<p> გარკვეული ტექსტური კონტენტი </p>
</b>
როდესაც ვიყენებთ ტეგების კომბინაციას, მეტად მნიშვნელოვანი ტეგი ( ლოგიკურად უფრო მნიშვნელოვანი, ან უფრო დიდი მოცულობის კონტენტისათვის განკუთვნილი ) ყოველთვის უნდა იყოს მშობელი ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი შვილობილი.