მიიღე სერტიფიკატი
გახდი პროფესიონალი
100 + კურსდამთავრებული
ფრონტენდ დეველოპერის მოვალეობას ვებ გვერდის ვიზუალური ნაწილის შექმნა წარმოადგენს , ბექენდ დეველოპერისგან განსხვავებით მას ნაკლებად უწევს ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა ვინაიდან ისეთ მარქაფის ენებში როგორიც არის html და css კონკრეტული ბრძანება კონრეტულ დავალებას ასრულებს , გამონაკლისია javascript რომელიც სრულყოფილ პროგრამირების ენას წარმოადგენს , მასზე შესაძლებელია ყველანაირი ლოგიკის აწყობა, მიუხედავად იმისა რომ ტექნიკური თვალსაზრისით ფრონტენდ პროგრამირების ენები ბექთან შედარებით მარტივია , მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინაიდან ვებ გვერდის მომხმარებელი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს ხედავს ამის გათვალისწინებით ფრონტენდ დეველოპერს შეცდომები არ ეპატიება ,
ფრონტენდ პროგრამირების შესწავლა შედარებით მარტივია , მისი მოთხოვნაც და ხშირ შემთხვევაშიც ანაზღაურებაც იდენტურია რაც ბექენდ პროგრამისტის შემთხვევაში ,
HTML არის ჰიპერტექსტული მარკირების ენა , გამოიყენება ვებ გვერდების შესაქმნელად , აღწერს ვებ გვერდის სტრუქტურას , შედგება ელემენტებისგან რომლებიც აცნობებენ ბრაუზერს როგორ უნდა აჩვენოს მისი შინაარსი
CSS აღწერს html ელემენტის სტილს, css განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იყოს ნაჩვენები html ელემენტი , მაგალითისთვის შეგვიძლია ტექსტს მივანიჭოთ სასურველი ფერი , ან მდებარეობა დოკუმენტში
SCSS ტექნოლოგია შექმნილია css კოდის ნაკლებად გამეორებისთვის, შესაბამისად იგი ამცირებს კოდის წერის დროს,
JavaScript არის იმ პროგრამირების ენებს შორის რომელიც ვებ დეველოპერმა აუცილებლად უნდა იცოდეს , ის არ გამოიყენება მხოლოდ ვებ აპლიკაციებისთვის , მას იყენებს ბევრი დეკტოპ და სერვერ საიდ აპლიკაციაც , ასევე მონაცემთა ბაზები როგორიც არის MongoDB და CouchDB
jQuery არის JavaScript ბიბლიოთეკა, მისი დანიშნულება არის გავიმარტივოთ JavaScript გამოყენება ჩვენს ვებ გვერდზე , jquery გაერთიანებულია ბრძანებების და ფუნქციების უამრვი კრებული რომელიც შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ხაზის დაწერით გამოიძახოთ ,
AJAX მეშვეობით შეგიძლიათ გაგზავნოთ ბრძანებები სერვერზე გვერდის დარეფლეშების გარაშე, განაახლოთ გვერდის კონტენტი ისე რომ თავიდან აიცილოთ ხელახლა ჩატვირთვა