JAVASCRIPT სახელმძღვანელო

JAVASCRIPT - საბაზისო

JavaScript - მიმოხილვა JavaScript - სინტაქსი

ყოველ პროგრამირების ენას და მათ შორის JavaScript აქვს საკუთარი სინტაქსი.

სინტაქსი არის სიმბოლოების, სიტყვების  ერთიანობა  რომელიც წესების დაცვით იწერება ტექსტური სახით, სწორედ ის ქმნის პროგრამას და უშვებს შესაბამის გარემოში, სხვა სიტყვებით რომ  ვთქვათ ის არის დამწერლობა რომელიც ესმის და კითხულობს  კომპიუტერი


JavaScript  - ში გვხდება ორი ტიპის მნიშვნელობა 


  • ლითერალები (ფიქსირებული მნიშვნელობები)
  • ცვლადები (მნიშვნელობები რომლებიც იცვლემა )



ლოთერალ ტიპი  შეიძლება იყოს რიცხვი 50  ან სტრიქონი  " JavaScript სახალისოა "  სტრიქონი  იწერება ყოველთვის ბრჭყალებს შორის


JavaScript  -  საკვანძო სიტყვები (ქივორდები) 

საკვანძო სიტყვების გამოყენებით პროგრამას ვაგებინებთ იმას თუ რას ვაკეთებთ, ვქმნით ცვლადს , ფუნქციას, თუ კლასს , მაგალითად ქივორდები let და const ქმნიან ცვლადებს 



  let x = 25;
  const FileName = 'media.png';


JavaScript  -  ცვლადები

ცვლადი არის ერთგვარი ინფორმაციის შემნახავი კონტეინერი რომელიც ინახავს მინიჭებულ მნიშვნელობას



  // განვაზღვრეთ ცვლადი სახელით Time
  let Time;

  // მივანიჭეთ ცვლადს სახელად Time მნიშვნელობა  '20:30'
  Time = '20:30';


გაითვალისწინეთ რომ JavaScript   არის (ქეი სენსიტივ)  პროგრამირების ენა , რაც ნიშნავს რომ Time და TIME განსხვავებული ცვლადებია,     JavaScript  - ში დიდ და პატარა ასოს აქვს მნიშვნელობა !


JavaScript  -  ოპერატორები 

JavaScript - ში გვხდება სხვადასხვა დანიშნულების ოპერატორები


( = )  არის მინიჭების ოპერატორი , გამოიყენება ცვლადებისთვის მნიშვნელობის განსასაზღვრად 


ასევე არსებობს არითმეტიკური ოპერატორები (  +  -  /   *  )

 
//განვაზღვრეთ ცვლადი  მივანიჭეთ   მნიშვნელობა 10
  let Num1 = 10;
   //განვაზღვრეთ ცვლადი  მივანიჭეთ   მნიშვნელობა 4
  let Num2 = 4;
   //განვაზღვრეთ Sum  ცვლადი  მივანიჭეთ   მნიშვნელობა,  Num1  და  Num2 ჯამი
  let Sum = Num1 + Num2;