JAVASCRIPT სახელმძღვანელო

JAVASCRIPT - საბაზისო

JavaScript - მიმოხილვა JavaScript - სინტაქსი

javascript შეიქმნა 1995 წელს კომპანია "Netscape" მიერ, მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი ვებ გვერდებისთვის  ანიმაციური ეფექტების  მინიჭება იყო . 


მანამდე ვებ საიტების ციფრულ გაზეთებს მოგვაგონებდა რომლებსაც მხოლოდ ინფორმაციის გასაცნობად იყენებდნენ 

javascript პირველადი შესაძლებლობები :

  1. ინტერაქციული მოქმედებები (ღილაკზე კლიკი, html განახლება)
  2. მონაცემების შემოწმება html ფორმებში 
  3. ანიმაციური კომპონენტები (ჩამოსაშლელი მენიუ, ინფორმაციული ფანჯარა)


ილუსტრაცია:



javascript თანამედროვე  პროგრამირების ენებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გამოყენებადი ენაა, გარდა Front End ისა , ის გამოიყენება მობილური აპლიკაციების (React Native) და Back end  (Node.js) აპლიკაციების დეველოპმენდისას


მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაზარდა Javascript  Spa  Framework ების შექმნამ (Angular, React, Vue.js), თანამედროვე Front end დეველოპერს მოეთხოვება ამ Framework ებიდან ერთ-ერთის ცოდნა მაინც 


ფაქტები ჯავასკრიფტზე:

  1. Javascript  შესწავლა საკმაოდ მარტივია 
  2. აშშ javascript დეველოპერის საშუალო  წლიური ანაზღაურება $108.585 შეადგენს
  3. Javascript  ითვლება ბოლო წლების რანგით მეორე პოპულარულ ენად
  4. პირველი javascript ვერსია 10 დღეში შექმნეს
  5. javascript აქვს მრავალი უცნაური ლოგიკა (რომელსაც ამ სახელმძღვანელოში შევეხებით)
  6. ვებ გვერდების 98% იყენებს javascript